შუალედური არჩევნები 2022

ჯაფარიძე: რიგი ოპოზიციური პარტიები მზად არიან, რომ მათი გაერთიანებული კანდიდატი ვიყო

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბრძოლა არის აუცილებელი. შეგუება იმ ვითარებისადმი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ამიტომ, ამ ბრძოლას აქვს აზრი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ გაერთიანებული კანდიდატი ვიყო ოპოზიციური პარტიების, ყველა ოპოზიციური პარტიის, შესაძლოა, არა, მაგრამ რიგი ოპოზიციური პარტიების. შეხვედრების შემდგომ მოგახსენებთ ამ პარტიებთან დაკავშირებით.

თქვა ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამ დრომდე საკუთარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს დასახელებული. რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

კომენტარები