კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე პრემიერზე: ბრალდება მოვისმინე, ანტივაქსერიაო – მან შემოიტანა ვაქცინა, 2-ჯერ აიცრა

პრემიერმინისტრთან დაკავშირებით მოვისმინე ბრალდება, რომ ანტივაქსერიაო და ნამდვილად ვერ დავტოვებ ამას უპასუხოდ. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო ზუსტად საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ერთი ბრენდის ვაქცინაზე, არამედ სხვადასხვა ვაქცინაზე. თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, რომ ანტივაქსერიაო. რისთვის? რომ გადაწყვეტილება მიიღო მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად იცით, რაც თქვა და რაც იგულისხმა, ძალიან კარგად იცით, რაც აქვს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდპანდემიის პერიოდში და დღეს ის, რომ ქვეყანას აქვს ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, ეს სწორედ პრემიერმისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პრემიერმინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. ღარიბაშვილმა 15 თებერვალს თქვა, რომ "ომიკრონის შემთხვევაში უმეტესად აცრა არ მუშაობს". 

კომენტარები