პოლიტიკური კრიზისი

ნათელაშვილი: ივანიშვილმა მანდატი კი არა, ქვეყანაც წაგვართვა, ახლა ჩვენზეა – დავთმობთ თუ არა

აღასრულა ივანიშვილმა თავისი ოცნება. ლეიბორისტული პარტიას უკანასკნელი საპარლამენტო მანდატიც წაართვა. მანდატი კი არა, ქვეყანაც წაგვართვა. ახლა ჩვენზეა - დავთმობთ თუ არა. ბრძოლის გარდა არაფერი არ დაგვრჩენია. ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს

ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიასთვის მანდატების შეწყვეტას. თავად შალვა ნათელაშვილი წელიწადნახევრიანი ბოიკოტის შემდეგ, ხვალ პარლამენტში მისვლას აპირებდა, თუმცა, ის კორონავირუსით დაინფიცირდა.

კომენტარები