კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბუსტერი სერიოზულად იცავს როგორც ომიკრონისგან, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან

ომიკრონის გადატანის შემდგომ გარკვეულად იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება ორგანიზმში, ამიტომ ყველასთვის ისევ მოწოდებაა აცრა, ვინც არ არის აცრილი და განსაკუთრებით ბუსტერი, ვინც ორჯერ აცრილია. უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, როგორც ომიკრონის, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან და ასევე ფატალური შედეგისგან.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა.

კომენტარები