სასამართლო სისტემა

კობახიძე: მტკიცებულებები გვჭირდება, რომ სასამართლოში პრობლემებია – კლანზე საუბარი ზეპირია

რეფორმა არის დასაგეგმი და დასაგეგმია იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც უნდა შედგეს. ეს არის ამოცანა სამუშაო ჯგუფის - ჩვენ გავაანალიზებთ სასამართლო რეფორმის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღებს და გამოვლენილი ხარვეზების მიხედვით შემუშავდება კანონპროექტი, რომლითაც შეიცვლება კანონმდებლობა სასამართლოს ნაწილში. თუმცა, ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. დღემდე არ მოგისმენიათ არავითარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ საქმე არასწორად განიხილა და ა.შ. ერთადერთი იყო ყბადაღებული მელიას საქმე, ყველამ კარგად იცის, როგორც იჭრებოდა ეს პარლამენტში, რურუას საქმე -  მისი პიროვნება ყველამ კარგად იცის, ეს იყო რუსთავი 2-ის საქმე - სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სამივე ინსტანციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული.

რაც შეეხება მოქალაქეების უფლებების დაცვას, აქ არავითარი ფაქტები და მტკიცებულებები არ აქვთ. რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება სასამართლოში, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში არის სასამართლოში სხვადასხვა ტიპის ხარვეზი და ამიტომ ვმუშაობთ რეფორმაზე. ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც დღემდე არავის წარმოუდგენია. არის ზეპირი საუბარი - "კლანი, რაღაც". ხდება საბჭოური მეთოდებით კლიშეების მიკერება, ეს არის სუფთა საბჭოური მეთოდები, რაც ნაცმოძრაობისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციებისთვის არის დამახასიათებელი. ამ კლიშეების მიღმა არის სიცარიელე, არავითარი ფაქტები და მტკიცებულებები. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

კომენტარები