სასამართლო სისტემა

მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება

ამას ამბობენ, რომ [მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება] არ ეხება ყველა მოსამართლეს, მაგრამ რეალურად ეხება ყველას - უკრაინაში, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს. მიზანი არის ერთადერთი - მთელ სასამართლო სისტემაში გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ისინი, ვინც მათთვის მისაღებია. ეცადნენ, დაეკომპლექტებინათ არასამთავრობო სექტორიდან, რომელთაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ ნული და შესაბამისად, მზად არიან, დონორების ყველა მითითება შეასრულონ. 

ხდება ჩემი დემონიზება, წინასწარ გამომაცხადეს დამნაშავედ. 

ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ტესტის გავლასთან დაკავშირებით TV პირველთან. 

კომენტარები