სამთავრობო ცვლილებები

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ანაცვლებს. ამ დრომდე დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგზე პრემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.  

"ბატონ ლევანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო 5 წელი ის ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება აქვს და ცოდნა აქვს, ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ ლევანი არის ვიცეპრემიერი, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც". - ამბობს ღარიბაშვილი. 

ლევან დავითაშვილის ნაცვლად სოფლის მეურნეობის მინისტრად მისი მოადგილე, ოთარ შამათავა იქნება. რაც შეეხება ნათია თურნავას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას "თავისი გეგმები" აქვს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ სფერო შეიცვალოს, "სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები", მისივე სიტყვებით, რამდენიმე მიმართულებას განიხილავს. 

კომენტარები