ბელარუსი-რუსეთი

ბელარუსი სირიაში 200 სამხედროს გაგზავნას გეგმავს

ალეკსანდრ ლუკაშენკო AK-47-ით

რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბელარუსი გეგმავს 200-მდე ჯარისკაცი სირიაში გაგზავნოს, რათა სამხედროებმა რუსეთი ძალებთან ერთად იმსახურონ. 

რუსეთისა და მის მოკავშირე ბელარუს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბელორუსის ჯარები საბრძოლო ზონების გარეთ მოსახლეობისთვის „ჰუმანიტარული დახმარების“ უზრუნველსაყოფად იმუშავებენ. დოკუმენტს რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხეილ მიშუსტინი ამტკიცებს. პროექტი ორივე მხარის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს.  

რუსეთი 2015 წლიდან აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს სირიაში, რათა ირანთან ერთად დაეხმაროს სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადის სამოქალაქო ომის შემდეგ კონტროლის დაბრუნებაში.

ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელსაც ლუკაშენკოს მეექვსე ვადით არჩევის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია, მკაცრად გააკრტიკა ბელარუსის ჯარების სირიაში გაგზავნის გეგმა. 

"ლუკაშენკო ფასს ბელარუსის სუვერენიტეტით უხდის რუსეთს, იმ მხარდაჭერისთვის, რაც 2020 წელს ხელისუფლებაში დარჩენისთვის მიიღო". - ამბობს ციხანოუსკაია. 

უკრაინასა საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრის ფონზე რუსეთი სხვადასხვა სამხედრო წვრთნას ატარებს. ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება ბელარუსში, რამაც უკრაინაში ბელარუსიდან შეჭრის შიშიც გააჩინა. რუსეთი ასევე გეგმავს თებერვალში ჩაატაროს ის ბირთვული წვრთნები, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდგომაზე ტარდება.

კომენტარები