ბელარუსი-რუსეთი

შესაძლოა, ბელარუსებმა რუსეთში, რუსებმა ბელარუსში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელმოწერილი ბრძანების შედეგად, შესაძლოა ბელარუსში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთში მცხოვრებ ბელარუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლება მიეცეთ.

ლუკაშენკომ ბელარუსსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა თანაბარუფლებიანობის შესახებ 1998 წელს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ლუკაშენკოს ბრძანების შედეგად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეძლება ამ საკითხზე რუს კოლეგებთან მოლაპარაკების წარმოება. 

კომენტარები