ბელარუსი-რუსეთი

ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა გასცა

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსების ნებართვა გასცა.

ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია. 

გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რომელიც ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება. 

5 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის დუმაში შეთანხმება რატიფიკაციისთვის წარადგინა. 

რუსეთისა და ბელარუსის ორმხრივ შეთანხმებას 10-წლიანი ვადა აქვს.

კომენტარები