კულტურის სამინისტრო

მუზეუმის ფონდში კვლევისთვის მხოლოდ დირექტორატის ნებართვით დაიშვებიან – წულუკიანის ბრძანება

საქართველოს მთავრობა

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების მიხედვით, კვლევით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. ბრძანების თანახმად, დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროსაც  უნდა ეცნობოს. 

"მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს". - ვკითხულობთ თეა წულუკიანის ბრძანებაში. 

მინისტრის გადაწყვეტილებას Facebook-ზე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე, სოფო კილოსანია. მისი შეფასებით, ბრძანების მიხედვით, "ვინ შეძლებს კვლევას და ვინ - ვერ, ამასაც წულუკიანი გადაწყვეტს".

"რამდენიმე დღის წინ, კულტურის მინისტრმა მუზეუმის კანონის დებულება ისევ გადაწერა. შეიტანა პუნქტი, რომელიც ეხება სახელმწიფო მუზეუმების ფონდებში სამეცნიერო მუშაობის რეგულაციას. წერს, რომ ამიერიდან მეცნიერის თხოვნა, დაუშვან ფონდში, უნდა განიხილოს ჯერ სამუზეუმო დირექტორატმა (ოთხი დირექტორიდან 3- ახლახანს თავად დანიშნა) და მათი გადაწყვეტილება მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. ანუ, ვინ შეძლებს კვლევას და ვინ - ვერ, ამასაც წულუკიანი გადაწყვეტს. ახლა რომელიმე ჩემი კოლეგა აუცილებლად მეტყვის, "ვიყავი მასთან, ველაპარაკე, დამარწმუნა და კითხვები აღარ მაქვს". - წერს კილოსანია. 

 

კომენტარები