კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 30.16%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 821 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 30.16%-ია, ბოლო 7 დღის - 27.87%, ბოლო 14 დღის კი 25.24%. 

22 263 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 129 დადასტურდა, აჭარაში - 2 173, იმერეთში - 3 357, ქვემო ქართლში - 1 340, შიდა ქართლში - 1 279, გურიაში - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 480, კახეთში - 1 091, მცხეთა-მთიანეთში - 479, სამცხე-ჯავახეთში - 376, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 103.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 272 371 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 053 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 141 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 203 238 აქტიური შემთხვევაა. 

1 146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 464 მკურნალობს, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 271 ადამიანია,  მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები