კახა კალაძე

კალაძე ჟურნალისტებს: თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები

არასდოს არ შეგრჩებათ სიცრუე, არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია და მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნოლები და დაფიქრდით. მე პირადად, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი – განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

[სტილი დაცულია]

ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები