კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 30.05%-ია

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 77 584 ტესტი და დადასტურდა 23 664 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.05%, ბოლო 14 დღის - 24.27%, ხოლო ბოლო 7 დღის - 27.36%.

ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან თბილისში 11 543 გამოვლინდა, აჭარაში - 2 334, იმერეთში – 3 413, ქვემო ქართლში – 1 296, შიდა ქართლში – 1 115, გურიაში – 537, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 554, კახეთში – 851, მცხეთა-მთიანეთში – 472, სამცხე-ჯავახეთში – 462, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 87.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 196 589, საიდანაც 5 723 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 969 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 188 897 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 139, მათგან 262 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 250 108 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 038 391 პაციენტი და გარდაიცვალა –  15 102.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები