2022 წელს გარდაცვლილები

90 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი მონიკა ვიტი გარდაიცვალა

TCM

90 წლის ასაკში იტალიური კინოს ლეგენდა, მსახიობი მონიკა ვიტი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ალცჰაიმერის დაავადება გახდა, რომელსაც მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა.

მონიკა ვიტი რომში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა სამსახიობო აკადემია, თამაშობდა თეატრში. პირველი კინოროლი 1954 წელს ფილმ Ridere! Ridere! Ridere!-ში შეასრულა. წლების განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა მიქელანჯელო ანტონიონისთან, შესრულებული აქვს როლები მის ფილმებში L'Avventura, La Notte, L'Eclisse. ნამუშევარი აქვს კინოს ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან როჟე ვადიმი, მარიო მონიჩელი, ალბერტო სორდი, ეტორე სკოლა, ლუის ბუნუელი. 1989 წელს გადაიღო ფილმი Scandalo Segreto, სარეჟისორო დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიტიმ ერთი წლის შემდეგ კინოკარიერა დაასრულა და თეატრს დაუბრუნდა.

არის დავიდ დი დონატელოს ხუთი ჯილდოს, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვისა და ოთხი იტალიური ოქროს გლობუსის მფლობელი.

კომენტარები