რუსთავის საკრებულო

რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის შეთანხმებას სააკაშვილიც მიესალმება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის შემდეგ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის შეთანხმებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც მიესალმება. 

როგორც სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს, ოპოზიციის წარმატება რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში აჩვენებს, რომ ქართულო ოცნების დამარცხება შესაძელბელია. 

"მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.

ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება.

ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის".- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია საქართველოსთვის წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. შეროზიამ 18 ხმა მიიღო. 3- საკუთარი პარტიიდან და 15 ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ ოცნებას

 

კომენტარები