რუსთავის საკრებულო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავის საკრებულო
IPN

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი, ნოდარ შეროზია გახდა. ეს უკვე მესამე საკრებულოა, სადაც თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წევრი აირჩიეს. 

შეროზიამ 18 ხმა მიიღო. 3 - საკუთარი პარტიიდან და 15 ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ ოცნებას

პარტიის წევრი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცა  ერთპიროვნული ძალაუფლება, ქართული ოცნება ქმნის კრიზისს და სურს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

"დღეს, რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, პარტია საქართველოსთვის წევრი ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ან ოცნებასთან ან ნაცმოძრაობასთან, ამიტომ, ორივეს, ოცნებასაც და ნაცმოძრაობასაც მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის".- ამბობს სიჭინავა. 

წალენჯიხის და ჩხოროწყუს საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს. 

კომენტარები