რუსთავის საკრებულო

ნიკა მელია რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის შეთანხმებას მიესალმა

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის შეთანხმებას მიესალმა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია საქართველოსთვის წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. 

"მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!"- წერს ნიკა მელია FACEBOOK-ზე. 

ნოდარ შეროზიამ 18 ხმა მიიღო. 3- საკუთარი პარტიიდან და 15 ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ ოცნებას

 

კომენტარები