მიხეილ სააკაშვილი

"შეუშვით პირადი ექიმი სააკაშვილთან" – მიშას სექტორმა აქცია გამართა

მთავარი არხი

"შეუშვით პირადი ექიმი სააკაშილთან!"- საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. 

მიშას სექტორის წევრები ითხოვენ, რომ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შეუშვან. აქციის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებოა კვლავ საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობა აუცილებელია. 

"აბსოლუტური ლეგიტიმური მოთხოვნით მოხდეს ექიმი ყიფშიძის შეშევება იმისათვის, რომ ჩვენ დაზუსტებით გავიგოთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა და რა თქმა უნდა, სლოგანი იგივეა - თავისუფლება მიშას".- ამბობს აქციის მონაწილე. 

აქტივისტები ხელისფლებას "გონივრულ ვადას" აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ის კომუნიკაციის აღდგენას და ექიმების დამოუკიდებელი ჯგუფის შეშვებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესს ფორმას აანონსებს. ულტიმატუმის ვადა 6 იანვარს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ სააკაშვილმა იანვრის ბოლომდე გადაწია. 

კომენტარები