ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის ცოლის ძმა: უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტყე აუცილებელი გახდა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი წერს, რომ ბაკურიანში ნუნუ თამაზაშვილისთვის 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით იჯარით გადაცემა უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.

"დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეგრეთ წოდებულმა "ტყის ჩუქებამ". საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა. რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთის, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იჯარით აღება აუცილებელი გახდა, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და, რა თქმა უნდა, არც ხის მოჭრა, პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.

საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამდვილია პროტესტი იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას მხოლოდ 2009 წელს 3000-ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს , გაჩეხის და ეკონომიური სარგებლის მიღების მიზნით". – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცატელეკომპანია პირველის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ხელშეკრულების თანახმად, 5 958 კვ.მ მიწაზე არსებული ტყით სარგებლობაში ნუნუ თამაზაშვილი წლიურად 6 255.9 ლარს გადაიხდის. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მფლობელს უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ნუნუ თამაზაშვილისთვის მიწა არ უჩუქებიათ, ის მან ელექტრონულ აუქციონში კანონიერად გამარჯვებით მიიღო.

კომენტარები