ეკონომიკა

2021 წელს EBRD-მა საქართველოში 295 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წელს საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, კერძო ბიზნესისა და საფინანსო სექტორის მიმართულებით 295 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

EBRD-ის ცნობით, გასულ წელს ბანკის საქართველოში საქმიანობის ძირითადი ფოკუსი კერძო სექტორი იყო, რომელზეც ინვესტიციების 79% მოდის.

გასულ წელს ბანკმა 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა საქართველოს რკინიგზის მიერ პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაში. ასევე, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა 49.2 მილიონი ევროთი მხარი დაუჭირა ადგილობრივი პარტნიორ ბანკებს. 

"EBRD-ის გუნდმა ძალზედ ნაყოფიერად იმუშავა და დაეხმარა კლიენტებს უფრო ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში Covid-19 პანდემიის ზეგავლენის პასუხად. 

ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფას კერძო სექტორისთვის ქვესესხების გაცემისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. საბანკო სექტორისადმი ჩვენმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო კომპანიებისათვის დაფინანსებაზე წვდომას ევროკავშირის დამატებითი სტიმულირების გრანტებით საქართველოში. ჩვენ, ასევე, განვახორციელეთ ინვესტიცია ენერგეტიკულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში". – თქვა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. 

კომენტარები