საერთოდ, სიტყვას ვასრულებ. მგონი, არავინ არ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როდესაც მე ვთვლიდი, შეიძლებოდა, ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. მე არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც დამატებით წაიყვანს პოლარიზაციისკენ ამ ქვეყანას.
მიხეილ სააკაშვილი
ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალება ზეპოლარიზაციის საბაბი იქნება და არა დეპოლარიზაციის
tbl.ge/5ucj
დაკოპირდა

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ ჟურნალისტის კითხვის. ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს სააკაშვილის შეწყალებაზე თქვა – "არა და არასოდეს".
სალომე ზურაბიშვილიმიხეილ სააკაშვილის დაკავებამიხეილ სააკაშვილის შეწყალებაპრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
ამავე თემაზე
- საპატრიარქო: პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა
- მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა
- ღარიბაშვილი: ვინც კანონზე მაღლა დააყენა თავი, ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ – სააკაშვილსაც
- ზარქუა სააკაშვილზე: ტიპი რა დონის თავხედია – რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო
- "პასუხის მიღების შემდეგ, მზად ვარ, გადავიდე VIVAMED-ში" – მიხეილ სააკაშვილი 5 პირობას აქვეყნებს