უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ბოკერია უკრაინაზე: საპარლამენტო რეზოლუცია არარელევანტურია, რეალობა არ უნდა შეალამაზო

არარელევანტური იყო საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაც კი. შეცდომა იყო. რეალობა არ უნდა შეალამაზო. ხომ არ შეიძლება, რომ მთავარი კერძი არ იყოს და მარილით დაკმაყოფილდე? ეს ხომ აბსურდია? თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, რომ მიუთითებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, მაგალითად, პრემიერი ჩავიდეს კიევში. 

არ უნდა ვიქცეთ დეკორაციად. ეს რეჟიმი ბოლომდე უნდა გაშიშვლდეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. პარადოქსია, მაგრამ ეს სამარცხვინო ამბავი "კარგია", უფრო გვიადვილებს ამ ვითარების გამოაშკარავებას საკუთარ თავთანაც. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ოპოზიციიდან ჩვენზე რადიკალურია, პუტინის მონა რეჟიმიო, იძახიან - მერე "პუტინის მონა" რეჟიმთან საპარლამენტო განცხადებაზე თანამშრომლობ, მაშინ, როცა პრემიერი არაფერს არ აკეთებს და ამით აძლევ შანსს ოცნებას, რომელიც, საბედნიეროდ, არ და ვერ გამოიყენა, რომ სახე შეინარჩუნოს. გარეთ ფოკუსი ასეთ დეტალებზე არის ხოლმე, რომ რაღაც მოხდა პარლამენტში, ერთობლივად მიიღეს, თითქოს, შედარებით ნორმალურია ვითარება საქართველოში. ამ დროს, არ არის. ის, რომ ასე შორს წავიდა სამარცხვინო სტანდარტში ოცნება, სჯობს, ვიდრე შუალედური ვითარება ყოფილიყო, რომელიც არსებითად იგივეა, ოღონდ უფრო შელამაზებული. ახლა ეს საკითხი მოიხსნა, იმიტომ, რომ ისევ ოცნების "იმედი" უნდა გვქონდეს, რომ თავის სიშიშვლეს ვერ დაფარავს. იმ რეზოლუციაშიც, თუ წერდნენ, რეზოლუციაში იმ საკითხის არჩაწერა, რომ პრემიერისგან ქმედებას მოელი, არის ვითარების კიდევ ერთხელ შელამაზება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში. მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაზე რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.

კომენტარები