უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ბოკერია: იმ დონემდე დავეცით, რომ მთავრობა ვერ ახსენებს რუსეთს, ეს სამარცხვინოა

უკრაინა დღეს საქართველოსთვის ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ამიტომ ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტიის ინტერესია კომუნიკაცია ჩვენ პარტნიორ მეგობარ უკრაინასთან, რომელიც განსაცდელშია და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რომელიც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში. ამას ვერ გამოასწორებს ოპოზიციის ან საზოგადოების აქტიურობა, სანამ მთავრობას არ გამოვცვლით მაგრამ ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველა ასპარეზზე, როგორც შეგვეძლება.

ეს შეხვედრა კი ნაწილია ამ ნორმალური პროცესის, იმ არანორმალურ ფონზე რასაც ვხედავთ მთავრობისგან, ქართული ოცნების სტანდარტითაც კი სამარცხვინო ამბავია, იმ კონიუქტურის განცდაც კი არ ეყოთ, რომ რუსეთი ეხსენებინათ მაშინ, როცა რეალურ ნაბიჯს არ დგამენ. საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ უშველიდა, ნორმალური საპარლამენტო რეზოლუციაც კი, თუ ის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ავალდებულებდა მოქმედებას, ეგეც კი ვერ გააკეთეს ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან ყველას თვალში, ივანიშვილის გარემოცვა და მისი პროპაგანდა სწორედ ამაზე დგას, შიშის დანერგვაზე და ვითომ პრაგმატულობაზე, თითქოს ამით ჩვენ გადავრჩებით, ამ დროს ყველაფერი არის პირიქით, როგორც გვასწავლის ამას ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი იმპერიულ რუსეთთან ურთიერთობის ისტორია.

რაც შეეხება ჩვენს კრიტიკულობას, ფორმალურად მაინც, რომ ეხსენებინათ რუსეთი განცხადებებში ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების მცდელობა, მაგრამ მათ ესეც არ გააკეთეს, როდესაც პრემიერმინისტრი არ მოქმედებს შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება, არ უნდა ვეცადოთ შელამაზებას ვითარების, იმ დონემდე დავეცით, რომ მთავრობა ვერ ახსენებს რუსეთს, ეს არის სამარცხვინო.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია უკრაინის ელჩთან შეხვედრამდე, მართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციაზე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ არ გაიზიარა. უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ იყო.

კომენტარები