აშშ-ს საელჩო

ბოკერია დეგნანზე: რეალობის ადეკვატური აღწერაა, რომ გვაქვს რეგრესი ყველა მიმართულებით

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ ლიდერები რეგიონში, ჩვენ ვიყოთ სწრაფი ტრანსფორმაციის მაგალითი ყველა მიმართულებით, მათ შორის, დემოკრატიის თვალსაზრისით, რასაც შემდეგ გამოვიყენებდით ლობირებისთვის საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მოსაპოვებლად ამ სახიფათო ვითარებისას, NATO-ში ჩვენი გაწევრიანების გზაზე წინსვლის მოსაპოვებლად, ან ამ საკითხის აქტიურად დასასმელად, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით აშშ-სთან ლობირებისთვის, სამწუხაროდ, რეალობა, რაც გვაქვს საქართველოში, ბუნებრივია, უმყარებს თავისუფალ სამყაროს, ჩვენს მთავარ პარტნიორებს იმ შთაბეჭდილებას, რაც ამ განცხადებაშიც ჩანს. ადეკვატური აღწერაა სამწუხარო რეალობის ჩვენი ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენ გვაქვს არსებითი რეგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ანგარიშვალდებულებისა და ამ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ეს ურტყამს ჩვენი ქვეყნის მომავლის შანსებს, წინსვლის შანსებს, ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ვითარება შევცვალოთ, მაგრამ ამის შეცვლა ვერ მოხერხდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლის გარეშე.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართულ-ამერიკული დიპლომატიის 30 წელთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სიტყვას.

კომენტარები