კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ასიმპტომური პირების Covid-ტესტირების შეჩერებაზე: რიგებში გადადების საშიშროებაა

მოგეხსენებათ, რა ხდება ახლა იმ დაწესებულებებთან, სადაც ტესტირება მიმდინარეობს, ადამიანები მიდიან, არის რიგები, ხშირად, თითქმის ყველა მესამე ადამიანი, ვინც მიდის, ინფიცირებულია, გადადების გარკვეული საშიშროებაა, რადგან არ ვიცავთ დისტანციას, არ ვიცავთ დადგენილ წესს.

რაც მთავარია, როცა ასეთი გავრცელების არეალი და მაღალი სიხშირე გვაქვს, პირველ რიგში, სიმპტომური ადამიანები უნდა გაიტესტონ.

ვტესტავდით და ვტესტავთ ყველა სიმპტომიანს და სახელმწიფო ამას ანაზღაურებს, ასევე გარკვეული პერიოდულობით ვტესტავთ რიგ ჯგუფებს - მასწავლებლები, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, პოლიცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებები ანუ ასიმპტომურ ადამიანებს.

ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ასეთი დაწოლის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდეს სიმპტომურ ადამიანებზე. ყველა, ვისაც აქვს სიმპტომი და მიდის, უნდა დაიტესტოს და ჯერჯერობით, გარკვეული პერიოდით, 2-3 კვირით, სანამ ეს ტალღა არ გადაივლის, ასიმპტომური ადამიანების ტესტირება შევაჩერეთ

ამირან გამყრელიძე TV იმედის ეთერში, ინიციტივაზე, 1-ელი თებერვლიდან რამდენიმე კვირით შეჩერდეს უსიმპტომო პირების ტესტირება.

კომენტარები