კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: თუ შეზღუდვები წესდება, სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და გაიხსნას ყველაზე ადრე

ჩემი რეკომენდაცია არის, რომ თუ შეზღუდვები წესდება, სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. რადგან, პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა ჩვენმა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული [საბჭოზე] სკოლებთან მიმართებაში [...] ჯერჯერობით, ჩაითვალა საჭიროდ, რომ სკოლებს დავაკვირდეთ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები