პოლიტიკური კრიზისი

ზარქუა ევროპარლამენტარებზე: სამი დღით ადრე შეხვედრაზე მოწერა მიუღებელი და არაადეკვატურია

ევროპარლამენტარის მოწერა სამი დღით ადრე, რომ იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა და შეგვხვდით, ეს არის მიუღებელი, არაადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. მე მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიით, თავისი კულტურით და ტრადიციებით და თუ მათ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად, მაგრამ იქ სადა არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესებს და პროცედურებს - ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე, რა როგორ და.. ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით, თუ აქვთ. თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელთა ცნობით, 21-22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ვერ შედგა, რადგან შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისთვის დრო არ გამონახა.  

კომენტარები