შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ლიბანის მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა". - წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





