დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზარქუა: რადიკალურ ოპოზიციას უკრაინის თემაზე თუ თავის გამოჩენა სჭირდება, მათი პრეროგატივაა

ჩვენი საგარეო მინისტრისგან და ლიდერებისგან იყო უკრაინის მხარდამჭერი განცხადება თქმული. რადიკალურ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს თუ სჭირდებათ თავი გამოიჩინონ, ეს მათი პრეროგატივაა, მათი უფლებაა, რაც უნდათ ის ქნან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენ ძმებს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა სახელმწიფო, რომელიც უგულებელყოს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას, მკაცრად იქნება დასჯილი საერთაშორისო მეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას ახლა შეუძლია, აქვთ ფანტაზია და ხან ის გადაკეტონ, ხან ეს გადაკეტონ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

კომენტარები