აშშ-საქართველო

მერფი: 2008-ის შემდეგ რუსული ენერგიის მოხმარება რომ შემცირებულიყო, სხვა პოზიციაში ვიქნებოდით

რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში უდიდესი გავლენა და მხარდაჭერა დაკარგა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ძალის გამოყენება და ქვეყნებში შეჭრა სჭირდება იმისთვის, რომ ამ ერებზე გავლენის რაღაც ფასადი ჰქონდეს. ჩვენ რუსეთს საფასური დავუწესეთ. იმისთვის, რომ რუსეთს ეს საფასური რეალურად გადავახდევინოთ, შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთობა გვჭირდება.

ზოგ შემთხვევაში გამაღიზიანებელია, რომ ევროპელებს არ აქვთ სურვილი ის აკეთონ, რაც, ჩვენი აზრით, მათ ინტერესებში შედის. მაგალითად, მილსადენის შეჩერება. ევროპელებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსული ენერგიის მოხმარება შეემცირებინათ, დღეს სხვა პოზიციაში ვიქნებოდით. რაღაც მომენტში ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ, საკუთარ უსაფრთხოებაზე ისე სერიოზულად იზრუნონ, როგორი სერიოზულობითაც აშშ ეკიდება ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას.

თქვა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში. 21 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სკეპტიციზმი გამოხატა რუსეთის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გარიცხვის შესახებ და თქვა, რომ არ არის აუცილებელი, რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშოს.

კომენტარები