დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გაგზავნა

ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გაგზავნა. შესაბამისი განცხადება ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგატირა რობლესმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ბულგარეთში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნასაც განიხილავს.

"რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ქვეყანას უკარნახოს, თუ როგორ მოიქცეს. NATO დაიცავს ნებისმიერი იმ ქვეყნის სუვერენიტეტს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს". - თქვა რობლესმა.

გარდა ამისა, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ ოფიციალური მადრიდის სურვილია უთანხმოება და კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაიჭრას.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი გადაწყვეტილება გასულ კვირაში, ვაშინგტონში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრის შემდეგ მიიღო, სადაც მათ უკრაინის საზღვართან შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

კომენტარები