2022 წელს გარდაცვლილები

74 წლის ასაკში მუსიკოსი MEAT LOAF გარდაიცვალა

People

74 წლის ასაკში ამერიკელი როკ ვარსკვლავი და მსახიობი მიტ ლოუფი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"მიტ ლოუფი ცოლის, შვილებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა". – წერია მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მარვინ ლი ედი იგივე Meat Loaf (სიტყვასიტყვით ხორცის ნაჭერი) მუსიკალურ სცენაზე 60-იან წლებში გამოჩნდა. 1968 წელს ჩამოაყალიბა ბენდი Meat Loaf Soul, მოგვიანებით გახდა მიუზიკლ Hair-ის ლოს-ანჯელესური დადგმის წამყვანი მსახიობი, სასცენო პარტნიორთან, შონ მერფისთან ერთად ჩამოაყალიბა როკ დუეტი Stoney and Meat Loaf. 1977 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი Bat Out of Hell, რომელიც დღემდე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. ნამუშევრისთვის მუსიკოსმა გრემი მიიღო.

მიტ ლოუფი ასევე კინოსა და ტელევიზიის მსახიობიც იყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Rocky Horror Picture Show, Wayne's World, Fight Club, The 51st State, Monk, Glee, Ghost Wars.

კომენტარები