ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინს ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახი სასამართლოში უჩივის

Befunky

ჰოლივუდის მსახიობს სასამართლოში ავღანეთში დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრები უჩივიან. 

20 წლის რაილი მაკკოლუმი 13 სხვა ჯარისკაცთან ერთად ავღანეთში 2021 წელს, ქაბულში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა. ბოლდუინი სოციალურ ქსელში გარდაცვლილის დას, როისს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა. მსახიობმა მაკკოლუმის ქვრივს $5000 გადაურიცხა.

მოგვიანებით ბოლდუინმა როისის ფოტო გამოაქვეყნა და აგრესიული პოსტი დაურთო. მან როის მაკკოლუმი კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილეობაში დაადანაშაულა.

"შენი ძმის ოჯახს დავეხმარე, იმიტომ რომ ის ნამდვილი გმირია, არ ვიცოდი რომ 6 იანვრის არეულობის მონაწილე ხარ, შენი მიიღე მონაწილეობა იმ დესტრუქციაში, რომელსაც სამართალდამცავის სიკვდილი მოყვა".

მაკკოლუმის თქმით ის იყო საპროტესტო აქციაზე, თუმცა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. მის სიტყვებს ადასტურებენ FBI-ს თანამშრომლები. ოჯახის თქმით მსახიობის არასწორი განცხადების გამო როისი სოციალურ ქსელებში ბულინგისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით ბოლდუინმა პოსტი წაშალა. მაკკოლუმების ოჯახი მსახიობისგან, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 მილიონ დოლარს ითხოვს.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

 

კომენტარები