კორონავირუსი ჩეხეთში

აუცრელი ჩეხი მომღერალი, რომელიც კოვიდით განზრახ დაინფიცირდა, გარდაიცვალა

BBC

ჩეხი მომღერალი ჰანა ჰორკა 57 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 

მომღერლის შვილის, იან რეკის თქმით, დედამისი მწვანე პასპორტის აღების მიზნით, კორონავირუსით განზრახ დაინფიცირდა. 

"მე და მამაჩემს კოვიდი დეკემბრის ბოლოს დაგვემართა. ორივე აცრილები ვიყავით და დაავადება მსუბუქად გადავიტანეთ. დედას სჯეროდა, რომ ვაქცინა მისთვის უფრო საშიშია, ვიდრე თავად კორონავირუსი, ამიტომ არ აცრილა. ის ფოლკლორული ანსამბლის წევრი იყო და მწვანე პასპორტი სჭირდებოდა, გადაწყვიტა, კოვიდით განზრახ დაინფიცირებულიყო და ჩვენგან არ იზოლირდა. დაავადება მძიმედ გადაჰქონდა, ბოლო დღეებში თავს თითქოს უკეთ გრძნობდა, მაგრამ კვირას მისი მდგომარეობა გაუარესდა, ლოგინში ჩაწვა და 10 წუთში გარდაიცვალა, დაიხრჩო". – ამბობს რეკი.

ჰორკა ცნობილი ჩეხური ფოლკლორული ანსამბლის, Asonance-ის წევრი იყო. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ახლა შევძლებ თეატრში, აბანოში და კონცერტებზე სიარულს".

ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25 000-დან 28 000-დე მერყეობს. აცრილია მოსახლეობის 63%, მაშინ როცა, ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.

კომენტარები