საქართველოს კულტურის სამინისტრო

თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი პროფესორი გიგი თევზაძეა. 

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:

  • კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
  • საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
  • პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
  • ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

"ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა, საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან".- აღნიშნულია განცხადებაში. 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ "სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები" მოითხოვენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეცდომაზე რეაგირებას. 

საქმე ეხება მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულს, სადაც ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი. ინფორმაცია შეცდომის შესახებ მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ თავად გაავრცელა 2 იანვარს.

თეა წულუკიანის უწყება განცხადებაში წერს, რომ მათ ექნებათ “სერიოზული განხილვები” მუზეუმის დირექტორთან მას შემდეგ, რაც ის ახალ კორონავირუსს დაამარცხებს. 

 

კომენტარები