ახალშობილის გარდაცვალება

ბათუმის კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა – ოჯახი მკურნალ ექიმს ადანაშაულებს

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა. 24 წლის მშობიარე კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, დღეს კი ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა.

ახალშობილის ნათესავები ექიმს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მის პასუხისგებაში იცემას ითხოვენ. 

კლინიკის ხელმძღვანელი, მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. მისი თქმით, დასკვნამდე არ აქვს უფლება, რომელიმე ექიმს უფლებამოსილება შეუჩეროს. 

"უბედური შემთხვევა მოხდა, ბავშვი გადაყვანილია ექსპერტიზის ბიუროში და მიმდინარეობს მოკვლევა. კლინიკაშიც მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და ამის შემდეგ გაგაცნობთ ყველაფერს. მე არ მაქვს უფლება, რომ ვინმეს შევუჩერო რამე ან პასუხისმგებლობა დავაკისრო. ამას გეტყვით დასკვნის შემდეგ და რამდენი იქნება ეს, 1, 2, 0 თუ 20 ამას მერე მოგახსენებთ".- ამბობს მჟავანაძე TV პირველთან

დედის მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები