ადამიანი ობობა

ადამიანი ობობას 1984 წლის კომიქსის 1 გვერდი აუქციონზე $3.36 მილიონად გაიყიდა

Heritage Auctions

ადამიანი ობობას 1984 წელს გამოცემული კომიქსის ერთი გვერდი აშშ-ში, ქალაქ დალასში აუქციონზე 3.36 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე კომიქსი საწყის ფასთან შედარებით 10-ჯერ მეტ თანხად გაიყიდა.

კომიქსი მაიკ ზეკის დახატულია. ამ კომიქსში ადამიანი ობობა პირველად გამოჩნდა სიმბიოტის ცნობილ შავ კოსტუმში.

AP News-ის მიხედვით, ამ დრომდე კომიქსის ერთი გვერდი ყველაზე ძვირად, 657 250 დოლარად გაიყიდულა. ამ გვერდზე X-ადამიანების პერსონაჟი, სამურავი პირველად გამოჩნდა მარველის სამყაროში. გვერდი წარმოუდგენელი ჰალკის კომიქსიდან იყო.

ადამიანი ობობას კომიქსის გვერდის გამყიდველსა და მყიდველზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომიქსის აუქციონზე გაყიდული ერთი გვერდი/Heritage Auctions

 

კომენტარები