Doja Cat

მამაკაცი Doja Cat-ის კონცერტის რიგში ბომბით იმუქრებოდა, ის პოლიციამ სხვა მიზეზით დააკავა

ცნობილი კალიფორნიერლი არტისტის, ამალარატნა დლამინის, სასცენო სახელით Doja Cat, კონცერტის რიგში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რიგის გარღვევას ბომბის გამოყენების მუქარით ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსმენელებმა ქალაქ ინდიანაპოლისში, Doja Cat-ის უფასო კონცერტის რიგში 12 საათზე მეტი გაატარეს, ერთ-ერთმა ფანმა კი ამ რიგის გარღვევის მიზნით მასთან ახლოს მდგომებს უთხრა, რომ ზურგჩანთაში ბომბი ჰქონდა და დაემუქრა. მათ კი პასუხად პოლიცია გამოიძახეს.

პოლიცია ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა და ტერიტორიას 20 წუთის განმავლობაში ამოწმებდა, ზურგჩანთის დათვალიერების შემდეგ კი სამართალდამცველებმა ორგანიზატორებს კონცერტის გაგრძელების უფლება მისცეს.

მამაკაცს ჩანთაში ბომბი არ ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პოლიციას სხვა დანაშაულის გამო მისი დაკავების ორდერი გამოწერილი ჰქონდა და ის ადგილზე დააკავეს. რაც შეეხება ბომბით მუქარას, ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ზემოხსენებულზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები