2022 წელს გარდაცვლილები

კომიკოსი ბობ საგეტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი სთენდ-აფ კომიკოსი და მსახიობი, ბობ საგეტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კომიკოსის ოჯახი და ორლანდოს ადგილობრივი შერიფის ოფისი ავრცელებენ.

მსახიობი უგონო მდგომარეობაში ქალაქ ორლანდოში მდებარე სასტუმროს Ritz-Carlton Hotel თანამშრომლებმა, ერთ-ერთ ნომერში იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბობ საგეტს განსაკუთრებული წარმატება ცნობილ სითკომში Full House შესრულებულმა როლმა მოუტანა.

კომენტარები