ქართული კინო

რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ? თბილისის კინოთეატრებში გამოვიდა

Hammock Magazine

თბილისის კინოთეატრები ალექსანდრე კობერიძის ახალ ფილმს რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? მასპინძლობს. 

თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? პირველი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში მოხვდა. სურათმა კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა. ფილმი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

სურათმა, როგორც ქართველი ისე უცხოელი კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და გავლენიანი კინოგამოცემის, IndieWire-ის საუკეთესო უცხოური ნამუშევრების ჩამონათვალში მოხვდა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ლიზას და გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, სიუჟეტი კი ქალაქ ქუთაისში ვითარდება. სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.

კომენტარები