მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს აქვეყნებს

წერილში სააკაშვილი საუბრობს ე.წ. "შავი სიის" იდეასა და იურისტების სპეციალური ჯგუფის შექმნაზე. მისი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა მოიკვლიოს კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა დანაშაულები, მოაგროვონ მტკიცებულებები და შემდეგ საჯაროდ გამოაქვეყნონ.

სააკაშვილი წერილში სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს:

ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები.

ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე.

ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მაგალითად, იმაზე, როგორ აუხსნელად გამდიდრდნენ ჩემი საქმეების პროკურორები. დადგა დრო, რომ ისინი კი არ გვადანაშაულებდნენ, არამედ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევხედოთ მათ თვალებში. შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა.

კომენტარები