COVID-19

საფრანგეთში COVID-19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

საფრანგეთში COVID-19-ის ახალი ვარიანტით, B.1.640.2-ით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ B.1.640.2 წარმოშობით აფრიკულია და მისი პირველი შემთხვევა 10 დეკემბერს მარსელში სამოგზაუროდ ჩასულ კამერუნელ პირს დაუდასტურდა. 

IHU კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალი ვარიანტი 46 მუტაციას შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს დელტა ვარიანტისა და ომიკრონის მაჩვენებლებს. საგულისხმოა, რომ IHU-ს კვლევას ჯერაც არ გაუვლია სამეცნიერო საზოგადოების განხილვის პროცესი.

მეცნიერთა შეფასებით, მუტაციების დიდი რაოდენობა, შესაძლოა, ზრდიდეს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობებს, თუმცა მისი ზუსტი შესაძლებლობები, ჯერჯერობით, უცნობია. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, B.1.640.2-ით ინფიცირების შემთხვევები სხვა ქვეყნებში არ დადასტურებულა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მისთვის სახელწოდება ჯერაც არ მიუნიჭებია. 
 

 

კომენტარები