სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი ყველაზე არაევროპულ კანონს ვეტოს დაადებს

დღეს თქვენ გადაწყვიტეთ, სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი 3 მოადგილე, რომლებმაც, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, როგორც ჩანს, მოვახერხეთ დამოუკიდებელი უწყების შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ეს კანონი მიღებული არ იქნებოდა. [...] ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა, მე მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ ის გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს. მეგობრებო, ეს სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა.

ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია. 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სამსახურის გაუქმებას მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.

კომენტარები