რიყის დოქები

მთავრობა რიყის დოქების გაყიდვას 65 მილიონით იაფად, უკვე მეხუთედ ცდილობს 

"რიყის დოქები"

საქართველოს მთავრობა ე.წ. "რიყის დოქების" გაყიდვას აუქციონზე უკვე მეხუთედ ცდილობს, თუმცა ამჯერად ობიექტის ფასი საწყის ღირებულებაზე 65 მილიონი ლარით ნაკლებია და ის 30 მილიონს შეადგენს.

მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე სამჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა, მეოთხე აუქციონში ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარი იყო, თუმცა მისი შეძენით არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მუზეუმი, საგამოფენო ან საკონფერენციო სივრცეები შექმნას. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.
 

კომენტარები