რიყის დოქები

რიყის დოქები 23 მილიონით იაფად – მთავრობა მის გაყიდვას მეოთხედ ცდილობს

"რიყის დოქები"

საქართველოს მთავრობა ე.წ. "რიყის დოქების" გაყიდვას აუქციონზე მეოთხედ ცდილობს, თუმცა ამჯერად ობიექტის საწყისი ფასი 23.7 მილიონი ლარით ნაკლებია და ის 47.5 მილიონს შეადგენს. 

ახალი აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს სრულდება.  

მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე სამჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.
 

კომენტარები