დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანმა უნგრეთის შუამავლობით სომხეთს 5 ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა უნგრეთის შუამავლობით სომხეთს 16 ნოემბერს დაპირისპირების დროს დაკავებული 5 ტყვე გადასცა. ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა საქმეთა სახელმწიფო კომისია ავრცელებს. 

"ჰუმანიზმის პრინციპით 2021 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანმა უნგრეთის მედიტაციით სომხეთს 5 სამხედრო მოსამსახურე გადასცა" - ნათქვამია განცხადებაში.

ტყვეების გადაცემა დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

ტყვეების გადაცემას გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიურო გამოეხმაურა.

"მივესალმებით აზერბაიჯანის მიერ 29 დეკემებერს სომხეთისთვის სამხედრო მოსამსახურეების გადაცემას, რომლებიც 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს. მოვუწოდებით [მხარეებს] ყველა დარჩენილი დაკავებულის გათავისუფლებას და გარდაცვლილთა გაცვლას. ხაზს ვუსვამთ დაკავებულების მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით ადამიანური მოპყრობის მნიშვნელობას" - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები 4 და 19 დეკემბერს გადასცა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის ტერიტორიაზე შეტაკებები 16 ნოემბერს მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, სომხური მხარე სტრატეგიული მაღლობების დაკავებას ცდილობდა, თუმცა მიზნებს ვერ მიაღწია. მათივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილმა მოწინააღმდეგეებმა პოსტები მიატოვეს. სომხეთის თავდაცვის სამინსიტრომ დაადასტურა, რომ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგეს. შეტაკების შემდეგ სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი და შესაძლოა 15 დაიღუპა.

კომენტარები