ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს, ეს არის სწორედ ასე. მე რომ შევედი იწვა და ვთხოვე, რომ იქნებ თავზე ძალა დაეტანებინა, მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა. წარმოუდგენელ მდგომარეობაშია, ხელების კანკალი, თავბრუს ხვევა, გულისრევა. სამი დღის განმავლობაში მას ჰქონდა სამი თიპერტონიული შეტევა, ეს არის ინსულტის წინაპირობა, საერთოდ სად უშვებდნენ ადამიანს ამ ვითარებაში, გზაში მოკვდებოდა უბრალოდ. მთავარი მინდა ვთქვა, რომ ის ელოდება დაუყონებლივ ექიმების შესვლას. ადამიანი არ მიშვებდა, მეუბნებოდა, მე აქ მარტო ვერანაირად ვერ გავძლებო, იმიტომ, რომ მე არ ვიცი როგორ ვიქნები და ვერც გაგაგებინებთ როგორ ვიქნებიო. მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და სახალხო დამცველს მინდა ვუთხრა, რომ დაუყონებლივ ჩავიდნენ, რადგან მე არ ვიცი, რამდენად გვიან აღმოჩნდება სხვა დროს.
tbl.ge/5tda
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მთავარი არხის ეთერში მას შემდეგ, რაც მან პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს