ცნობილი ადამიანები

"ტირილს ვერ ვწყვეტდი" – უინსლეტი და დიკაპრიო 3 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ

ქეით უინსლეტმა ლეონარდო დიკაპრიოსთან 3 წელიწადის განმავლობაში პირველად შეხვედრაზე ილაპარაკა და თქვა, რომ შეხვედრისას ტირილს ვერ წყვეტდა.

ორი ოსკაროსანი მსახიობი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში შეხვდა. უინსლეტის თქმით, ისინი კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ ხვდებოდნენ, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მოგზაურობა არ შეეძლოთ.

"ტირილს ვერ ვწყვეტდი. ჩემი ნახევარი ცხოვრებაა ვიცნობ! საქმე იმაში არ იყო, რომ მე ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, ან ის იყო ლონდონში და შანსი გვქონდა, რომ ერთმანეთს სადილად, ან ყავის დასალევად შევხვედროდით. ჩვენ საკუთარი ქვეყნების დატოვების საშუალება არ გვქონდა. მსგავსად მრავალი მეგობრობისა მსოფლიოში, ერთმანეთი კორონავირუსის გამო გვენატრებოდა. ის ჩემი მეგობარია, ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთმანეთთან ცხოვრებით ვართ დაკავშირებულები", - თქვა ქეით უინსლეტმა.

მსახიობებმა პირველად ერთად 1997 წელს გადაღებულ Titanic-ში ითამაშეს, შემდეგ კი 2008 წელს გადაღებულ ფილმში - Revolutionary Road-ში.

ქეით უინსლეტმა The Guardian-თან ლაპარაკისას გაიხსენა, რა ასაკის იყვნენ ის და ლეონარდო დიკაპრიო ტიტანიკის გადაღებებისას.

"იცით, რომ ლეო ახლახან 47 წლის გახდა? მე [ტიტანიკის] გადაღებებზე 21 წლის შევსრულდი, ის კი - 22 წლის", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები