მე-10 მოწვევის პარლამენტი

მოსამართლეობის კანდიდატი: უნივერსიტეტმა, სადაც ვსწავლობდი, აკრედიტაცია ვეღარ გაიარა

რა ღირდა უნივერსიტეტში სწავლა მართლა არ მახსოვს. სწავლა ფასიანი იყო. მდებარეობდა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე. 2 თუ 3 სართულიანი შენობა იყო. უნივერსიტეტი ბოლო სართულზე იყო ან შეიძლება ორივე სართულზე იყო - არ მახსოვს. შემდგომ განხორციელებული რეფორმების შედეგად, აკრედიტაცია ვეღარ გაიარა.

თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საუბრისას. ძაბუნიძე ერთადერთი მოსამართლე არაა, რომლის საუნივერსიტეტო განათლება საეჭვოა. ასევე, შალვა თადუმაძის მიერ წარდგენილი დიპლომი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდგომ უკვე პარლამენტში შეიცავს სიყალბის ნიშნებს.

კომენტარები